აშშ-ში არჩევნები გარდაცვლილმა კანდიდატმა მოიგო
აშშ-ში არჩევნები გარდაცვლილმა კანდიდატმა მოიგო

A+ A-

119

18:14 07/11/2018

აშშ-ში 6 ნოემბრის შუალედური არჩევნების შედეგებით, ნევადას ოლქში  რესპუბლიკური პარტიის გარდაცვლილმა კანდიდატმა დენის ჰოფმა გაიმარჯვა.

დენის ჰოფი 2018 წლის 16 ოქტომბერს გარდაიცვალა, როდესაც ის საკუთარ 72-ე დაბადების დღეს საკუთარ საროსკიპოში აღნიშნავდა.  

მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობას ჰოფის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ჰქონდა, ის საარჩევნო ბიულეტენში მაინც შემოხაზეს. შესაბამისად,  გამარჯვებაც გარდაცვლილმა კანდიდატმა მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ გარდაცვლილი კანდიდატი სააჩევნო ბიულეტენებში გარდაცვალების მიუხედავად, მაინც იყო შეყვანილი, რადგან აღნიშნული ბიულეტენები მის გარდაცვალებამდე იყო დაბეჭდილი.