ვაჟა მანია ამერიკულ „ნიჭიერში“ მონაწილეობს
ვაჟა მანია ამერიკულ „ნიჭიერში“ მონაწილეობს

A+ A-

77

18:24 07/11/2018

მომღერალი ვაჟა მანია ამერიკულ „ნიჭიერში“ მიიღებს მონაწილეობას. ვაჟა მანიამ სოციალურ ქსელში ფოტო ატვირთა და მის ცხოვრებაში მომხდარ სიახლეზე  ასე ამცნო საზოგადოებას.  America's Got Talent 2019 Audition,Wish me luck & Stay tuned!“- დაწერა მან.

აღსანიშნავია რომ მომღერალმა მუსიკალური განათლება ბერკლის მუსიკალურ სასწავლებელში მიიღო.

ვაჟა მანია ქართველმა მსმენელმა პროექტ „ჯეოსტარში“ გაიცნო. 2009 წელს „ჯეოსტარის“ ფინალში ვაჟა მანია და ნოდიკო ტატიშვილი გავიდნენ. გამარჯვებული  ნოდიკო ტატიშვილი გახდა.