სენაკში მამაკაცი დაჭრეს
სენაკში მამაკაცი დაჭრეს

A+ A-

45

18:45 07/11/2018

სენაკში შუა ხნის ასაკის მამაკაცი დაჭრეს. მამაკაცს ჭრილობა მუცლის არეში ცივი იარაღით აქვს მიყენებული. დაჭრილი სენაკის საავადმყოფოშია გადაყვანილი და ოპერაცია უტარდება.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. უწყების ცნობით, ბრალდებული ჯერ დაკავებული არ არის.