თელავში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა
თელავში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

A+ A-

27

11:16 08/11/2018

თელავში, აღმაშენებლის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. ერთმანეთს "ოპელის" მარკის ავტომანქანა და მიკროავტობუსი შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად მსუბუქი ავტომანქანის მძღოლი დაშავდა. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

შემთხვევის ადგილზე სამართალდაცველები მუშაობენ. მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.