თერჯოლაში ავტოავარიის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა საავადმყოფოში გარდაიცვალა
თერჯოლაში ავტოავარიის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა საავადმყოფოში გარდაიცვალა

A+ A-

44

12:27 08/11/2018

თერჯოლის გადასახვევთან, ცენტრალურ ავტომაგისტრალზე 6 ნოემბერს მომხდარი ავარიისის შედეგად დაშავებული 4 ადამიანიდან ერთ-ერთი, 24 წლის ახალგაზრდა საავადმყოფოში გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდები თბილისიდან ზუგდიდში მეგობრის ქორწილში მიდიოდნენ. ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა და ცეცხლი გაუჩნდა.

ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.