რა დალუქული სიები?! - სუს-ი ამომრჩეველთა დალუქული სიების ფლობას უარყოფს
რა დალუქული სიები?! - სუს-ი ამომრჩეველთა დალუქული სიების ფლობას უარყოფს

A+ A-

82

13:14 08/11/2018

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გაერთიანებული ოპოზიციის ბრალდებას, ამომრჩევლის დალუქულ სიების სუს-ში გაგზავნას აბსურდულს უწოდებს.

„აბსურდული განცხადებაა. მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია“, - განუცხადეს „2020NEWS“-ს სუს-ში.

შეგახსენებთ, რომ გაერთიანებული ოპოზიციის ინფორმაციით, ამომრჩეველთა დალუქული სიები გახსნილია და ეს სიები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურშია გადატანილი.