"ნაციონალურ მოძრაობას" და "ევროპულ საქართველოს" ძალაუფლების წყურვილი ამოძრავებთ - ირაკლი სესიაშვილი
"ნაციონალურ მოძრაობას" და "ევროპულ საქართველოს"  ძალაუფლების წყურვილი ამოძრავებთ - ირაკლი სესიაშვილი

A+ A-

39

13:21 08/11/2018

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი სესიაშვილი ყოფილი თანაგუნდელების მიხეილ სააკაშვილის და გიგი უგულავას "შერიგებაზე" კომენტარს აკეთებს.

"2020NEWS"-თან საუბარში სესიაშვილი აცხადებს, რომ მისთვის ეს ორი ძალა ადრეც ერთი იყო, ახლაც და ამით არაფერი იცვლება.

სესიაშვილის თქმით, საზოგადოებამ უნდა გაიაზროს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" და "ევროპული საქართველო" ღირებულებებიდან გამომდინარე არ მოქმედებენ და მათ ძალაუფლების წყურვილი ამოძრავებთ.
სესიაშვილი დარწმუნებულია, რომ 2012 წელს, გამარჯვების შემთხვევაში,  "ნაციონალური მოძრაობა" არ გაიყოფოდა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის აზრით, დავით ბაქრაძის მიერ არჩევნებზე აღებული ხმები პირდაპირ პროპორციულად არ აისახება გრიგოლ ვაშაძის შედეგებზე, რომელსაც ის მეორე ტურში აჩვენებს.

შეგახსენებთ, დღეს მიხეილ სააკაშვილი და გიგი უგულავა ერთმანეთს ჰელსინკში, ევროპის სახალხო პარტიის ლიდერების სამიტზე შეხვდნენ და გაერთიანების შესახებ განცხადება გააკეთეს.

ყველანი მივხვდით, რომ საბოლოო ჯამში ჩვენ ვართ ერთი ოჯახი, - განაცხადა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, ახალი ერთობა იქმნება, ბევრად უფრო ფართო, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველოა“.

კომენტარი ასევე გააკეთა გიგი უგულავამაც.

"გრიგოლ ვაშაძე უნდა გახდეს პრეზიდენტი და ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ რიგგარეშე პროპორციული არჩევნები ჩატარდეს ქვეყანაში, იმიტომ რომ რეალური ძალა აქვს პარლამენტს. ქვეყნის დეოლიგარქიზაცია ახლა უნდა დაიწყოს საპრეზიდენტო არჩევნებით. შემდეგ უკვე რეალური ძალაუფლება უნდა განსაზღვროს ხალხმა და იმას უნდ მიანიჭოს, ვისაც ეს ეკუთვნის, ანუ იმ პროპორციით, რა პროპორციითაც ხალხი აირჩევს თავის მთავრობა", - აცხადებს გიგი უგულავა.

ცნობისათვის, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გაყოფის შესახებ განცხადება 2017 წლის იანვარში საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით  ბაქრაძემ გააკეთა. მის გვერდით იდგა გიგი უგულავაც, რომელსაც საპატიმრო ახალი დატოვებული ჰქონდა. გიგი უგულავა მაშინ აცხადებდა, რომ პასუხისმგებლობა პარტიის დანგრევაზე ეკისრება ერთ ადამიანს და ეს ის ადამიანია, რომელმაც ეს პარტია დააფუძნა. თუმცა, მისივე სიტყვებით, ეს ადამიანი - მიხელ სააკაშვილი - უკვე „აღარ ასხივებს ლიდერობას“, მაგრამ ის დღეს ქვეყნისთვის პრობლემას აღარ წარმოადგენს.