ზუსტად ვიცოდი, რომ გაერთიანდებოდნენ - გია ხუხაშვილი
ზუსტად ვიცოდი, რომ გაერთიანდებოდნენ - გია ხუხაშვილი

A+ A-

227

13:26 08/11/2018

ექსპერტი გია ხუხაშვილი ყოფილი თანაგუნდელების - "ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" გაერთიანებას არა მხოლოდ ელოდა, არამედ, ზუსტად იცოდა, რომ გაერთიანდებოდნენ.

"ველოდი კი არა, ზუსტად ვიცოდი, რადგან ეს კანონზომიერია - მათ ბევრი ისეთი სპეციფიური რამ გაიარეს ერთად, რაც მათ ადუღაბებთ. რაც შეეხება გავლენას არჩევნების შედეგებზე, არ მგონია, რომ ახალი ელექტორატი შეიძინონ, თუმცა მათ ამომრჩეველს ეს ფაქტი დარაზმავს", - განუცხადა "2020NEWS"-ს გია ხუხაშვილმა.

რაც შეეხება გიგი უგულავას მწვავე განცხადებებს მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ, რომელიც მან საპატიმროს დატოვებისა და პარტიის გაყოფის შემდეგ გააკეთა, ხუხაშვილი აცხადებს, რომ საერთოდ, "ქართველი  პოლიტიკოსობაა უხერხული".