„ნაციონალური მოძრაობა" და "ევროპული საქართველო" ერთი და იგივე პოლიტიკური ძალაა“ - თეა წულუკიანი
„ნაციონალური მოძრაობა" და "ევროპული საქართველო" ერთი და იგივე პოლიტიკური ძალაა“ - თეა წულუკიანი

A+ A-

71

13:33 08/11/2018

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის თქმით, მას ყოველთვის სჯეროდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა" და "ევროპული საქართველო" ერთი და იგივე პოლიტიკური ძალა იყო. ამის შესახებ თეა წულუკიანმა იუსტიციის სახლში ჟურნალისტებს განუცხადა.

„ბევრჯერ ითქვა, რომ თითქოს „ნაციონალური მოძრაობა" და „ევროპული საქართველო" სხვადასხვა პოლიტიკური ძალებია, მაგრამ ჩვენ ყოველთვის გვჯეროდა, რომ ეს ერთი და იგივე ძალაა და სხვათა შორის, ბატონმა ივანე მერაბიშვილმაც თავის ბოლო ინტერვიუში დაადასტურა, რომ ეს ორი პოლიტიკური ძალა, სინამდვილეში, ერთი პოლიტიკური ძალაა, ამიტომ ამ შეხვედრიდან მე ვერაფერს ახალ დასკვნას ვერ ვაკეთებ", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

შეგახსენებნთ, რომ ფინეთის დედაქალაქში ჰელსინკში „ნაციონალური მოძრაობიდან"  წასული „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა, საპრეზიდენტო კანდიდატ გრიგოლ ვაშაძესთან, ერთად მიხეილ სააკაშვილს შეხვდა. მათ განაცხადეს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" და "ევროპული საქართველო" ერთიანდებიან.