"ჯართში მოსროლილი ივანიშვილის საფრთხობელა" სააკაშვილი კვლავ უგულავა-ბოკერიას პოლიტიკური ძმაკაცი გახდა
"ჯართში მოსროლილი ივანიშვილის საფრთხობელა" სააკაშვილი კვლავ უგულავა-ბოკერიას პოლიტიკური ძმაკაცი გახდა

A+ A-

288

14:22 08/11/2018

"მესიჯებით დავასრულეთ ურთიერთობა", - ეს იყო გიგი უგულავას ერთ-ერთი ბოლო განცხადება მიხეილ სააკაშვილზე, რომელიც მან 2018 წლის იანვარში "ნაციონალური მოძრაობის" გაყოფის შემდეგ გააკეთა.
ამ განცხადებიდან 9 თვის შემდეგ, ეს ურთიერთობა დღეს ჰელსინკში აღდგა, სადაც ევროპის სახალხო პარტიის ლიდერების სამიტი იმართება.

"2020MEWS"-მა თვალი გადაავლო თბილისის ყოფილი მერის იმ განცხადებებს, რომელიც მან პარტიის გაყოფის შემდეგ მიხეილ სააკაშვილის მისამართით არაერთხელ გააკეთა.

გთავაზობთ გიგი უგულავას ფრაზებს სხვადასხვა კომენტარებიდან:

„ტურფა საბაღნარო“ თქვენ მიატოვეთ, ეს ფაქტია და კარგია, რომ ეს კომპლექსი გაწუხებთ";  "ეს მანქანა შიეძლება მოისროლო ჯართში"; "მიშა, გულწრფელად მძიმე საყურებელია შენი ასტრონომიული დეგრადაცია"; "ორღობესავით ჭორაობ ქართულ პოლიტიკაზე"; "სააკაშვილის 20 წლიან პოლიტიკურ წარსულს თვალი რომ გადავავლოთ, ისეთ ღრმა კრიზისშია"; "სააკაშვილი დამთავრდა, როგორც ქართველი პოლიტიკოსი"; "ვერ გააცნობიერე, რომ საფრთხობელას როლს ასრულებ ივანიშვილის თამაშში"...

ცნობისათვის, გაერთიანებული ოპოზიციისა და „ევროპული საქართველოს“ ლიდერები ჰელსინკში, „ევროპის სახალხო პარტიის“ კონგრესზე ერთმანეთს შეხვდნენ. მიხეილ სააკაშვილის, გიგი უგულავასა და გრიგოლ ვაშაძის ძირითადი სასაუბრო თემა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იყო.

როგორც შეხვედრის შემდეგ სააკაშვილმა განაცხადა, იქმნება ბევრად უფრო ფართო გაერთიანება, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველოა“.

“მნიშვნელოვანია, რომ „ევროპის სახალხო პარტიის“ ყრილობაზე ვხვდებით, იმიტომ რომ „ევროპის სახალხო პარტიამ“ გადამწყვეტი როლი ითამაშა “ევროპული საქართველოს” და “ნაციონალური მოძრაობის” დაახლოებაში, საერთო პლატფორმის შექმნაში. მინდა გიგი უგულავას მადლობა ვუთხარი მართლა ძალიან მაგარი პოზიციის გამოხატვისთვის, რაც გააკეთეს გიგიმ და სხვა ლიდერებმა. ეს არის ახალი პოლიტიკური კულტურის ბოლომდე დამკვიდრება საქართველოში. მათ ჰყავთ ძალიან ბევრი აქტივისტი, მათ ჰყავთ ძალიან ბევრი გულწრფელი მომხრე და ყველანი მივხვდით, რომ საბოლოო ჯამში, ჩვენ ვართ ერთი ოჯახი, ჩვენ გვაქვს ერთი სამშობლო, გვაქვს ერთი სამიზნე, გვყავს ერთი მტერი და ჩვენი ქვეყანა გვაქვს გადასარჩენი. ახალი ერთობა იქმნება, ბევრად უფრო ფართო, ვიდრე ეს ორი პარტია და ბევრად უფრო ფართო, ვიდრე ჩვენი ურთიერთობებია“, – განაცხადა სააკაშვილმა.