"ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ სერიოზულ არეულობას, დაპირისპირებას და დიდ პრობლემებს ჰპირდება ქვეყანას"
"ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ სერიოზულ არეულობას, დაპირისპირებას და დიდ პრობლემებს ჰპირდება ქვეყანას"

A+ A-

63

14:43 08/11/2018

პარლამენტის ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის თქმით, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ გაერთიანება თავიდანვე იგეგმებოდა. ეს არის ერთი ძალა, რომელიც საკმაოდ სერიოზულ არეულობას,  დაპირისპირებას და დიდ პრობლემებს პირდება ქვეყანას. ამის შესახებ გია ვოლსკიმ  „2020NEWS” - თან საუბრისას განაცხადა.

„ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ გაერთიანება თავიდანვე იგეგმებოდა, მაგრამ ფართო საზოგადოებისთვის წარმოჩინდა, როგორც ერთი ბნელი მოძრაობა ორი სახით. ერთი ბაქრაძე, რომელიც სირბილით და ვითომ კონსტრუქციულობით გამოირჩევა და მეორე ვაშაძე, რომელიც ბობოქარია და უზრდელობითა და აგრესიული ლაპარაკით გამოირჩევა. ეს ორი ძალა იყო საზოგადოებისათვის იმის დემონსტრირება, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გაემიჯნა იმ წარსულს, რომელიც დაკავშირებულია ცოცხთან და უამრავ გაუბედურებულ ოჯახთან. საზოგადოების გარკვეული ნაწილი ამან შეცდომაშიც შეიყვანა და საკმაოდ დიდია საზოგადოებაში გაწბილება. ეს გადაწყვეტილება მათთვის შეიძლება სწორია, მაგრამ ფაქტია, რომ ეს არის ერთი ძალა, რომელიც საკმაოდ სერიოზულ არეულობას, დაპირისპირებას და დიდ პრობლემებს ჰპირდება ქვეყანას" - განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებნთ, ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკში „ნაციონალური მოძრაობიდან"  წასული  „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა, საპრეზიდენტო კანდიდატ გრიგოლ ვაშაძესთან ერთად,  მიხეილ სააკაშვილს შეხვდა. მათ განაცხადეს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" და "ევროპული საქართველო" ერთიანდებიან.