„ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა“ რევანშისტურ ძალას წარმოადგენენ“ - დავით მათიკაშვილი
„ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა“ რევანშისტურ ძალას წარმოადგენენ“ - დავით მათიკაშვილი

A+ A-

66

14:47 08/11/2018

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილის განცხადებით,  „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ გაყოფა რეალურად არც მომხდარა.

როგორც მათიკაშვილმა „2020NEWS“-თან განაცხადა, ისინი რევანშისტურ ძალას წარმოადგენენ.

„ნაციონალურ მოძრაობასა“  და ევროპულ საქართველოს“ შორის, რეალურად გაყოფა არც ყოფილა. ისინი ყოველთვის  დესტრუქციული და რევანშისტული ძალის წარმომადგენლები იყვნენ და მათი სურვილია, რომ  ქვეყანაში ძალადობა დაბრუნდეს“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

მისივე თქმით, არჩევნების მეორე ტურამდე მათი გაერთიანება ნიშნავს იმას, რომ „ევროპული საქართველო“ პოლიტიკური არეალიდან გაქრება, ხოლო „ნაციონალური მოძრაობა“ - დამარცხდება.

„არჩევნების მეორე ტურზე მათი გაერთიანება აისახება ისე, რომ „ევროპული საქართველო“,  როგორც ასეთი, პოლიტიკური არეალიდან საერთოდ გაქრება. რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“ - ის დამარცხდება და დამარცხდება ისე რომ აშკარად დაფიქსირდება ქართველი ხალხის სურვილი, რომ აღარ გაიგონოს მეტი ძალადობის შესახება რომელსაც 9 წლის განმავლობაში ადგილი ჰქონდა“, - განუცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა „2020NEWS“-ს.

შეგახსენებთ, დღეს მიხეილ სააკაშვილი და გიგი უგულავა ერთმანეთს ჰელსინკში, ევროპის სახალხო პარტიის ლიდერების სამიტზე შეხვდნენ და გაერთიანების შესახებ განცხადება გააკეთეს. „ყველანი მივხვდით, რომ საბოლოო ჯამში ჩვენ ვართ ერთი ოჯახი“, - განაცხადა სააკაშვილმა.