გია ვოლსკი - ლარის გაუფასურების ერთ-ერთი მიზეზი გრიგოლ ვაშაძის განცხადებებია
გია ვოლსკი - ლარის გაუფასურების ერთ-ერთი მიზეზი გრიგოლ ვაშაძის განცხადებებია

A+ A-

101

15:43 08/11/2018

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის თქმით, ლარის კურსის გაუფასურების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ოპოზიციის საპრეზიდეტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის მიერ გაკეთებული განცხადებებია. ამის შესახებ ვოლსკიმ „2020NEWS” - თან საუბრისას განაცხადა.

„მაკროეკონონომიკური მაჩვენებლები საქართველოს ხელისუფლებას საკმაოდ კარგად და მყარად აქვს შესრულებული. ეს არის სავალუტო შემოდინებები, მათ შორის ტურიზმიდან, ასევე ინვესტორთა ინვესტიციების რაოდენობა. შესაბამისად, ხელისფლებას ყველა მაჩვენებელი აქვს პოზიტივში. ერთადერთი, რამაც შესაძლებელია ვალუტის კურსს სერიოზული დარტყმა მიაყენოს, ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან მუქარა, დაპირისპირება და სამოქალაქო არეულობა. ნებისმიერ ინვესტორს აფრთხობს მსგავსი გამონათქვამები, რასაც ვაშაძე ამბობს, ის რომ აქ ომი უნდა იყოს და ომით გვემუქრება. ეს ყველაფერი რასაკვირველია, ვალუტის კურსზე გავლენას ახდენს. თუმცა, გადაივლის ეს არჩევნები, აღარ იქნება ვაშაძის ფაქტორი, საფრთხე და ვითარებაც დარეგულირდება მრავალი მიმართულებით“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.