არ რცხვენიათ ჩვენს ბებიებს და ბაბუებს რომ ატყუებენ?! - მამუკა ბახტაძე 400-ლარიანი პენსიის დაპირებაზე
არ რცხვენიათ ჩვენს ბებიებს და ბაბუებს რომ ატყუებენ?! - მამუკა ბახტაძე  400-ლარიანი პენსიის დაპირებაზე

A+ A-

70

15:44 08/11/2018

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე "ნაციონალურ მოძრაობას“ საპენსიო თანხის ზუსტი დაანგარიშების მიზნით, "კალკულატორის“ გაგზავნას სთავაზობს.  

პრემიერის განმარტებით, ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლები ცრუ დაპირებით პენსიონერთა დეზინფორმირებას ცდილობენ.

 „მინდა ვისარგებლო შემთხვევით და გავცემ პასუხს იმ ცრუ დაპირებას, რომელიც 400-ლარიან პენსიას უკავშირდება. თუ ამდენი დათვლის საშუალება არ აქვთ, რამდენიმე კალკულატორი შემიძლია გავუგზავნო ოპონენტებს. საუბარია დამატებით 2 მილიარდ ლარზე, რომელიც არის იმაზე მეტი, ვიდრე საერთო ხელფასი, რაც ეკუთვნის ექიმებს, ჯარისკაცებს, პოლიციელებს, მასწავლებლებს და ყველა უწყებას ერთად აღებულს. არ რცხვენიათ, რომ ჩვენს ბებიებსა და ბაბუებს ასეთი ტიპის ტყუილებს ეუბნებიან?",- განაცხადა ბახტაძემ მთავრობის სხდომის წინ გამართულ ბრიფინგზე.

შეგახსენებთ, რომ ,,ნაციონალური მოძრაობა“ და საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობას საპენსიო თანხის 400 ლარამდე გაზრდას ჰპირდება.