„ოროსნები - მშვიდობის ხიდი ინგლისურად, თავისუფლების ხიდად თარგმნეს“ - მიხეილ სააკაშვილი
„ოროსნები - მშვიდობის ხიდი ინგლისურად, თავისუფლების ხიდად თარგმნეს“ - მიხეილ სააკაშვილი

A+ A-

182

15:49 08/11/2018

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში, საქართველოს ფოსტის მიერ გამოშვებულ მარკაზე წერს, სადაც მშვიდობის ხიდია გამოსახული. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი მშვიდობის ხიდის დანგრევას აპირებდა.

„ბიძინა ამ ხიდს დანგრევას უპირებდა და ახლა ფოსტამ სწორედ ამ ხიდით, მარკა გამოუშვა. ოღონდ, რა ქნან და ოროსნები არიან და მშვიდობის ხიდი ინგლისურად, თავისუფლების ხიდად თარგმნეს,“ - წერს მიხეილ სააკაშვილი.