სააკაშვილის ნდობა წარმოუდგენელია - თამარ ჩერგოლეიშვილი
სააკაშვილის ნდობა წარმოუდგენელია - თამარ ჩერგოლეიშვილი

A+ A-

357

17:13 08/11/2018

ჟურნალ „ტაბულას“ რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ გაერთიანების შემდეგ სოციალურ ქსელში წერს, რომ მიხეილ სააკაშვილის ნდობა არ შეიძლება.  

„სააკაშვილის ნდობა რომ წარმოუდგენელია, იქიდანაც გამოჩნდა, რა განცხადებაც გააკეთა "ერთ ოჯახზე". ის, რომ ჩვენი ინტერესები სალომე ზურაბიშვილის დამარცხებასთან მიმართებით ერთმანეთს დაემთხვა, მასთან ერთ ოჯახად არანაირად არ გვაქცევს - მაგრამ სასურველის რეალობად გასაღება, მისი საყვარელი სპორტია.
არსებობენ წებოვანი ადამიანები, რომლებსაც კარს რომ უკეტავ, ფანჯრიდან მოძვრებიან და იმათ ფანჯარაც დაკეტილი უნდა დაახვედროო - ბებიაჩემმა მასწავლა ჰალსტუხის შეკვრასთან ერთად და ძალიან გამომადგა“, - წერს ფეისბუქზე „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას მეუღლე, თამარ  ჩერგოლეიშვილი.

შეგახსენებნთ, რომ ფინეთის დედაქალაქში ჰელსინკში „ნაციონალური მოძრაობიდან"  წასული „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა, საპრეზიდენტო კანდიდატ გრიგოლ ვაშაძესთან, ერთად მიხეილ სააკაშვილს შეხვდა. მათ განაცხადეს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" და "ევროპული საქართველო" ერთიანდებიან, რადგან მიხვდნენ, რომ ერთი ოჯახის წევრები არიან.

„ნაციონალური მოძრაობა“  2017 წლის იანვარში დაიშალა. მიზეზი კი პარტიის  შიგნით მიმდინარე დაპირისპირება გახდა.