ჩვენი ეროვნული ამოცანა ბიძინა ივანიშვილის და სალომე ზურაბიშვილის დამარცხებაა - გიგა ბოკერია
ჩვენი ეროვნული ამოცანა ბიძინა ივანიშვილის და სალომე ზურაბიშვილის დამარცხებაა - გიგა ბოკერია

A+ A-

32

17:14 08/11/2018

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ "ქვეყანას ნორმალურ პოლიტიკურ რელსებზე გადაყვანა სჭირდება, რისთვისაც მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილის და ბიძინა ივანიშვილის დამარცხებაა საჭირო".

ბოკერიას განმარტებით, სწორედ ამ მიზნით უჭერენ მხარს გრიგოლ ვაშაძეს.  

შემდეგი ნაბიჯი კი, ბოკერიას შეფასებით, საარჩევნო რეფორმა და პროპორციულ სისტემაზე გადასვლა უნდა იყოს.

"შემდეგ ქართველი ამომრჩეველი გადაწყვეტს, ევროპული საქართველო იქნება ხელისუფლებაში თუ "ნაციონალური მოძრაობა", - განაცხადა ბოკერიამ "ტვპირველის" ეთერში.

"ჩვენ დიდი პრობლემები გვქონდა და გვაქვს "ნაციონალურ მოძრაობასთან", პოლიტიკურ შეხედულებებში. იქნება ეს ეკონომიკა, უსაფრთხოება თუ სხვა საკითხები. მათ შორის გრიგოლ ვაშაძესთან, მაგრამ წინასწარ გარკვევით ვთქვით, რომ ივანიშვილის და ზურაბიშვილის წინააღმდეგ ვიქნებით ერთიანები მეორე ტურში.

ამომრჩეველმა გადაწყვიტა, რომ მეორე ტურში იყოს გრიგოლ ვაშაძე და ჩვენ ახლა ვმუშაობთ მეორე ტურში ისე, როგორც ვმუშაობდით ჩვენ კანდიდატზე პირველ ტურში, რომ დამარცხდეს ბიძინა ივანიშვილი და სალომე ზურაბიშვილი - ეს არის ეროვნული ამოცანა და ამისთვის გავაკეთებთ ყველაფერს", - აღნიშნა ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა.

ცნობისათვის, გაერთიანებული ოპოზიციისა და „ევროპული საქართველოს“ ლიდერები ჰელსინკში, „ევროპის სახალხო პარტიის“ კონგრესზე ერთმანეთს შეხვდნენ. მიხეილ სააკაშვილის, გიგი უგულავასა და გრიგოლ ვაშაძის ძირითადი სასაუბრო თემა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იყო.