ლარის გაუფასურება ოპოზიციის უპასუხისმგებლო განცხადებებითაა გამოწვეული - ფინანსთა მინისტრი
ლარის გაუფასურება ოპოზიციის უპასუხისმგებლო განცხადებებითაა გამოწვეული - ფინანსთა მინისტრი

A+ A-

54

17:15 08/11/2018

ფინანსთა მინისტრის ვანო მაჭავარიანის განცხადებით, ლარის გაუფასურება ოპოზიციის მხრიდან აგრესიული რიტორიკითა და უპასუხისმგებლო განცხადებებითაა გამოწვეული.

“ამ ეტაპზე რაც ხდება ლართან დაკავშირებით, არის 100-ვე პროცენტით გამოწევეული იმ პოლიტიკური გარემოთი, იმ აგრესიული რიტორიკით, იმ დაძაბულობით, იმ უპასუხისმგებლო განცხადებებით, აბსოლუტური ტყუილი განცხადებებით, რომელსაც ოპოზიცია აკეთებს. ეს არის ჩვეულებრივი აჟიოტაჟი, გამოწვეული იმ ბინძური კამპანიით, რომელსაც ისინი ატარებენ. ოდნავ ვისაც ესმის ეკონომიკა და ოდნავ ვისაც შერჩენია ნამუსი, იცის, რომ ეს არანაირ კავშირში არ არის ფისკალურ ხარჯებთან, არანაირ კავშირში არ არის მთავრობის ნაბიჯებთან და არც ეროვნული ბანკთან. ერთის მხრივ, გვაქვს პროფიციტი და გვედავებიან, რომ თქვენ არ გაქვთ დახარჯული თანხებიო და მეორეს მხრივ, ლარი გააუფასურეთ თქვენო, რაც მათემატიკურად არის შეუძლებელი. როდესაც პოლიტიკოსები გამოდიან და ამბობენ, მთავრობის უგუნური პოლიტიკის შედეგად ხდება ლარის გაუფასურებაო, ელემენტარულ არითმეტიკას არ აღიარებენ და ზუსტად ასეთი უპასუხისმგებლობის გამოა ეს ყველაფერი გამოწვეული”, – განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.