ნინი შერმანდინი Miss Planet 2018-ის ფინალშია
ნინი შერმანდინი Miss Planet 2018-ის ფინალშია

A+ A-

249

18:33 08/11/2018

მომღერალი ნინი შერმადინი ბულგარეთში, სილამაზისა და ტალანტის საერთაშორისო კონკურსზე -  Miss Planet 2018-ის  კონკურსანტია.  

სილამაზის კონკურსი გათხოვილი ან განათხოვარი ქალბატონების მონაწილეობით ტარდება. მომღერალი ბულგარეთში 2 ნოემბერს გაემგზავრა და როგორც მისი მეგობარი ეკა მგალობლიშვილი წერს, ჟიურის მოხიბვლა შეძლო.

ნინი შერმანდინმა ფინალურ ტურში გადაინაცვლა, რომელიც დღეს 8 ნოემბერს  გაიმართება.

"ეს გოგონა არის საქართველოს მარგალიტი!!! უნდა ვიამაყოთ, რომ ნინი შერმადინი ქართველია!!! მიჭირს იმ ემოციების გადმოცემა, რაც დღეს დარბაზში ხდებოდა... მსოფლიოს ყველა წარმომადგენელი ფეხზე წამოდგა,  როდესაც ქართველი კონკურსანტი წარსდგა ჟიურისა და მაყურებლის წინაშე და ის ფინალშია“, - წერს ეკა მგალობლიშვილი.