გიგი ჩემი მეგობარია და მიშა ჩემი ცხოვრების იდეური ნაწილი - ნანუკა ჟორჟოლიანი
გიგი ჩემი მეგობარია და მიშა ჩემი ცხოვრების იდეური ნაწილი - ნანუკა ჟორჟოლიანი

A+ A-

3745

18:42 08/11/2018

ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში გიგი უგულავას და მიხეილ სააკაშვილის შეხვედრას ეხმაურება. ნანუკა ჟორჟოლიანი სალომე  ზურაბიშვილის მხარდამჭერების გარდა, ყველას სურვილების ასრულებას უსურვებს.

„ყველას ჩვენი წილი სურვილები გვაქვს და ჩემი იყო, ეს კადრი ისევ მენახა. იმიტომ რომ გიგი არის ჩემი მეგობარი და მიშა იდეური ნაწილი ჩემი ცხოვრების. ჰოდა, რადგან ჩემი ეს სურვილი შესრულდა, ახლა თქვენი სურვილების ასრულებას გისურვებთ. ბუნებრივია არ გგულისხმობ მათ, ვისაც სალომეს პრეზიდენტობა გინდათ", - წერს ჟორჟოლიანი.

შეგახსენებთ, რომ დღეს ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკში ევროპის სახალხო პარტიის ლიდერების სამიტზე, „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა, საპრეზიდენტო კანდიდატ გრიგოლ ვაშაძესთან ერთად, მიხეილ სააკაშვილს შეხვდა.