ევროკავშირში ქართული თაფლის ექსპორტი იწყება
ევროკავშირში ქართული თაფლის ექსპორტი იწყება

A+ A-

64

18:44 08/11/2018

ევროკავშირში ქართული თაფლის ექსპორტი იწყება. ახალციხის კოოპერატივ  “კოდის" წარმომადგენლის, გიორგი მერაბიშვილის განცხადებით, კოოპერატივის თაფლის ნიმუშმა, რომელიც გერმანიის ბაზარზე იყო გაგზავნილი, ტესტიება წარმატებით გაიარა და ის აკმაყოფილებს ევროკავშირის სტანდარტებს.  

გიორგი მერაბიშვილის თქმით, კოოპერატივი პროდუქციის ექსპორტზე გატანას ინტენსიურად  დაახლოებით 2 წელიწადში დაიწყებს. "ჯერჯერობით ვცდილობთ, რომ დავმკვიდრდეთ ადგილობრივ ბაზარზე და სამომავლოდ, დაახლოებით 2 წელიწადში, ინტენსიურად დავიწყოთ ჩვენი პროდუქტის ექსპორტი”, - ამბობს კოოპერატივის “კოდი” წარმოადგენელი გიორგი მერაბიშვილი.

კოოპერატივი კოდის თაფლი ძირითადად დამზადებულია ალპური ზონის თეთრი სამყურათი  და ოროვანდით.