ირაკლი ოქრუაშვილი მხარს გრიგოლ ვაშაძეს უჭერს
ირაკლი ოქრუაშვილი მხარს გრიგოლ ვაშაძეს უჭერს

A+ A-

204

20:53 08/11/2018

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მხარს გრიგოლ ვაშაძეს დაუჭერს.

"ახლა სახლში დარჩენა არის დანაშაული, ამ არჩევანს ვერ გავექცევით. ერთ მხარეს არის კანდიდატი, რომელიც მძიმე წარსულს უკავშირდება, მეორე მხარეს არის ქალბატონი, რომლიც განგრენას ეძახის ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებს. მეორე მხარეს არის ჭაობი, ღრმა ჭაობი და თუ გვინდა ამ ჭაობიდან ამოსვლა, აუცილებელია ცვლილება. მე ამ არჩევნებზე წავალ და ხმას მივცემ ივანიშვილის და ზურაბიშვილის წინააღმდეგ და ეს არჩევანი არის  გრიგოლ ვაშაძე. ეს არის იძულებითი არჩევანი, რომელიც შექმნა ბიძინა ივანიშვილმა.  ეს არ ყო ადვილი არჩევანი ჩემთვის, მაგრამ სხვა გზა არ არის -  მე მხარს ვუჭერ ცვლილებას, რადგან ივანიშვილმა სხვა არჩევანი არ დატოვა", - განაცხადა ოქრუაშვილმა.

მისივე თქმით, თუ გვინდა, რომ ქვეყანაში რამე შეიცვალოს, აუცილებელია მყისიერი ცვლილება.

"ივანიშვილმა 6 წლის განმავლობაში ნაჯახით ჩეხა შუა და გაკრიფა და გაანადგურა. არავითარი მესამე ძალა არ გაჩნდება, თუ არ მოხდა ცვლილება. ცვლილება არის იმაში, რომ ივანიშვილს ვუთხრათ უარი", - განაცხადა განაცხადა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ინგა გრიგოლია "რეაქციაში".

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, "გაერთიანებული ოპოზიციის" საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ირაკლი ოქრუაშვილს სტუმრობდა. მან თავდაცვის ყოფილ მინისტრს მხარდაჭერა სთხოვა.