სომხეთში "კანონიერი ქურდი" მერაბ კალაშოვი დააკავეს
სომხეთში "კანონიერი ქურდი" მერაბ კალაშოვი დააკავეს

A+ A-

27

10:49 09/11/2018

სომხეთის პოლიციამ ე.წ "კანონიერი ქურდი" მერაბ კალაშოვი დააკავა, რომელიც 2015 წლიდან საფრანგეთის მიერ იძებნებოდა. მას დანაშაულებრივი გზით ქონების მოპოვებასა და ფულის გათეთრებას ედავებოდნენ.

სომხეთის გენერალურმა პროკურატურამ უკვე შეატყობინა ინტერპოლს საერთაშორისო ძებნილის აღმოჩენისა და დაკავების შესახებ.

43 წლის მერაბ კალაშოვს კრიმინალურ წრეებში მერაბ "თბილისკის" სახელით იცნობენ.