"არ გაითვალისწინეს ჩემი არც ერთი გაფრთხილება, წინადადება, თუ მოსაზრება, რომ გაეთვალისწინებინათ, დღეს ამ დღეში არ იქნებოდნენ"
"არ გაითვალისწინეს ჩემი არც ერთი გაფრთხილება, წინადადება, თუ მოსაზრება, რომ გაეთვალისწინებინათ, დღეს ამ დღეში არ იქნებოდნენ"

A+ A-

42

10:56 09/11/2018

პარტია "დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, "ქართული ოცნების“ ამჟამინდელი მდგომარეობა განპირობებულია იმით, რომ წლების მანძილზე მის რჩევას არ ითვალისწინებდნენ.

როგორც პოლიტიკოსი აღნიშნავს, მმართველმა პარტიამ დაიმსახურა რომ ინერვიულოს.

„ნერვიულობა არ დაუმსახურებია საქართველოს მოსახლეობას და ქვეყანას, თორემ მათ ნამდვილად დაიმსახურეს, რადგან წარმართეს აბსოლუტურად არასწორი, არაკომპეტენტური, უსამართლო და უსახური პოლიტიკა, როგორც საშინაო, ასევე საგარეო მიმართულებით, არ გაითვალისწინეს ჩემი არც ერთი გაფრთხილება, წინადადება, თუ მოსაზრება, რომელიც საქმის ინტერესებიდან იყო ნაკარნახევი. რომ გაეთვალისწინებინათ, გარწმუნებთ, დღეს იმ დღეში არ იქნებოდნენ, რაშიც არიან. ამიტომ, მაქვს აბსოლუტური მორალური უფლება, ცოტა ხანი დაველოდო და მათ ნერვიულობას ვუყურო. ცოტა უნდა ვანერვიულოთ“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

ნინო ბურჯანაძემ პირველი არხის გადაცემაში „საპრეზიდენტო არჩევნები 2018“იმყოფებოდა სტუმრად, სადაც მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრა.