უსუფაშვილი – ჭორების გამავრცელებელი მანქანები ჭორებს მივრცელებენ, ვაშაძეს აძლევს ხმასო
უსუფაშვილი – ჭორების გამავრცელებელი მანქანები ჭორებს მივრცელებენ, ვაშაძეს აძლევს ხმასო

A+ A-

65

11:02 09/11/2018

„შენების მოძრაობის“ ლიდერმა, პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა დავით უსუფაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ ჭორების გამავრცელებელი მანქანები ჭორებს უვრცელებენ, რომ ხმას გრიგოლ ვაშაძეს აძლევს.

უსუფაშვილის განცხადებით, ის არც ერთ კანდიდატს არ უჭერს მხარს.

“დაძვრებიან აქეთ-იქით და უსუფაშვილი ხმას აძლევს ვაშაძესო. ვერ გათავისუფლდნენ ამ უბედურებისგან, რომ მე თუ არ მაძლევ ხმას, ე.ი. „ნაციონალურ მოძრაობას“ აძლევ ხმას.

ჩვენი პოლიტიკური მხარდაჭერა არ აქვს არც ერთ კანდიდატს, რადგან არც ერთი კანდიდატი არ იმსახურებს საქართველოს პრეზიდენტობას 6 წლის ვადით”, – განაცხადა უსუფაშვილმა.