იტალიაში უამინდობა გრძელდება, 11 ოლქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
იტალიაში უამინდობა გრძელდება, 11 ოლქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

A+ A-

33

11:09 09/11/2018

იტალიის ხელისუფლებამ ქვეყნის 11 ოლქში უამინდობის გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის საჭიროა დამატებითი ფინანსური დახმარება. ამ ეტაპზე უკვე გამოყოფილია 53 მილიონი ევრო.

შეგახსენებთ, რომ ოქტომბრის მიწურულს დაწყებულმა გადაუღებელმა წვიმებმა იტალიის დიდი ნაწილი დატბორა. სტიქიას 32 ადამიანი იმსხვერპლა, ვენეციის 75 პროცენტი  დაიტბორა, ზარალი კოლოსალურად დიდ თანხებს აღწევს.