ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში ბრალდებული დღეს სასამართლოში ჩვენებას მისცემს
ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში ბრალდებული დღეს სასამართლოში ჩვენებას მისცემს

A+ A-

31

11:20 09/11/2018

თემქაზე, 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში ბრალდებული ლადო გრიგალაშვილი დღეს სასამართლოში ჩვენებას მისცემს.

ბრალდებულის დაკითხვამდე, დამოუკიდებელი ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე და ექსპერტ-კრიმინალისტი გოგი გოგია მისცემენ ჩვენებას.

დაცვის მხარეს წარმოდგენილი აქვს ალტერნატიული ექსპერტიზა დანასა და ლოდზე, ასევე ბრალდებულის ტანსაცმელზე.

ლადო გრიგალაშვილი ბრალს არ აღიარებს და ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს, ის უკვე 8 თვეა, პატიმრობაშია იმყოფება. მოსამართლე განაჩენს თვის ბოლომდე გამოაცხადებს.

შეგახსენებთ, თემქაზე 20 წლის ანა ნაცვლიშვილი 22 თებერვალს მოკლეს. მას ყელის არეში დანით რამდენიმე ჭრილობა ჰქონდა მიყენებული და ასევე დაზიანებები აღენიშნებოდა თავის არეში. პოლიციამ ნაცვლიშვილის მკვლელობის ბრალდებით ლადო გრიგალაშვილი მომხდარიდან მეორე დღეს დააკავა.