მუშები თურქულ კომპანიას არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებენ
მუშები თურქულ კომპანიას არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებენ

A+ A-

26

11:49 09/11/2018

თურქული კომპანიის  „ფოლადოილის“ თანამშრომლები კომპანიას არაადამიანურ მოპყრობასა და შრომის პირობების დარღვევაში ადანაშაულებენ. კომპანია ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობითაა დაკავებული.

"ფოლადოილის“ 20 თანამშრომელი აცხადებს, რომ ხუთი თვეა, მონურ მდგომარეობაში უწევთ მუშაობამ ისინი 9 საათის ნაცვლად 14 საათი მუშაობენ, შესაბამის ანაზღაურებას კი არ უხდიან.

კომპანიის თანამშრომლები ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ.

კომპანია „ფოლადოილის“ ხელმძღვანელობა კი ბრალდებებზე კომენტარს არ აკეთებს.