უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეები არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობისთვის საკონსულო აღრიცხვას 11 ნოემბრის ჩათვლით შეძლებენ
უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეები არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობისთვის საკონსულო აღრიცხვას 11 ნოემბრის ჩათვლით შეძლებენ

A+ A-

280

12:25 09/11/2018

საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მისაღებად საკონსულო აღრიცხვას 2018 წლის 11 ნოემბრის ჩათვლით შეძლებენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„ცენტრალური საარჩევნო კომისიის, დადგენილებით, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების მიერ არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობისთვის საკონსულო აღრიცხვის ბოლო ვადად 2018 წლის 11 ნოემბერი) განისაზღვრა.

საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც არ იმყოფებიან საკონსულო აღრიცხვაზე, კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ საარჩევნო სიებში რეგისტრაციისა და შესაბამისად, არჩევნებში მონაწილეობის წინაპირობაა საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა.

მოქალაქეებმა საკონსულო აღრიცხვის თხოვნით, არაუგვიანეს მიმდინარე წლის 11 ნოემბრის ჩათვლით, უნდა მიმართონ ადგილსამყოფელ ქვეყანაში საქართველოს საკონსულო დაწესებულებას/დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან ელექტრონულად (ონ-ლაინრეჟიმში) დადგნენ საკონსულო აღრიცხვაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის ოფიციალური ვებ-გვერდის (https://geoconsul.gov.ge/ka/register/visit) მეშვეობით.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის ონლაინ რეჟიმში 4000-მდე მოქალაქე დადგა საკონსულო აღრიცხვაზე, ხოლო მათთვის, ვისაც აღნიშნულ პროცესში ესაჭიროება ტექნიკური დახმარება, ყველა საკონსულო დაწესებულებაში მოქმედებს სატელეფონო ცხელი ხაზი (http://www.mfa.gov.ge/MainNav/MediaCenter/Consular-Hotline.aspx), სადაც მოქალაქეები ინდივიდუალურად მიიღებენ საჭირო დახმარებას “, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური, სავარაუდოდ, 2 დეკემბერს გაიმართება.