ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნების საქმეზე დაკავებული პირი გაათავისუფლეს
ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნების საქმეზე დაკავებული პირი გაათავისუფლეს

A+ A-

30

14:10 09/11/2018

ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანების საქმეში, მოწმე მიხეილ კალანდიაზე ზეწოლის ბრალდებით დაკავებული მერაბ მორჩაზე, დღეს სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.

მერაბ მორჩაძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მას თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით მიესაჯა, თუმცა ის სასჯელს პირობით გამოსაცდელი ვადით მოიხდის.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, მორჩაძეს სასჯელის მოხდის ვადაში 8 ივნისიდან 9 ნოემბრის ჩათვლით წინასწარ პატიმრობაში ყოფნა ჩაეთვალა.

მერაბ მორჩაძე მოწმეზე ზემოქმედების ბრალდებით 8 ივნისს დააკავეს. საუბარია საქმის ერთ-ერთ მთავარ მოწმე მიხეილ კალანდიაზე.