2018 წელს ავტოავარიების რაოდენობა გაიზარდა
2018 წელს ავტოავარიების რაოდენობა გაიზარდა

A+ A-

28

14:53 09/11/2018

2018 წელს საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევათა რიცხვი გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს. თუმცა, სააგენტოს ცნობით, ავარიების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა შემცირებულია.

2017 წლის იანვარ-სექტემბერში 4436 ავტოსაგზაო შემთხვევა იყო რეგისტრირებული, 2018 წლის იანვარ-სექტემბერში ეს მაჩვენებელი 4759-მდე გაიზარდა. მათ შორის, სიმთვრალით გამოწვეული ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა 117-დან 133-მდეა გაზრდილი.

ამასთან, ავტოსაგზაო შემთხვევებს 2017 წლის იანვარ-სექტემბერში 384 ადამიანი ემსხვერპლა, მიმდინარე წლის ცხრა თვეში კი – 342. ავარიების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა შემცირებულია წინა წლებთან შედარებითაც.