ბათუმში ქვეითად მოსიარულეს ავტომანქანა დაეჯახა
ბათუმში ქვეითად მოსიარულეს ავტომანქანა დაეჯახა

A+ A-

35

15:12 09/11/2018

ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე ქვეითად მოსიარულე ქალბატონს ავტომობილი დაეჯახა.

სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაშავებული ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.