ზაზა სარალიძე - მერაბ მორჩაძე თავიდანვე ტყუილად გაწირეს
ზაზა სარალიძე - მერაბ მორჩაძე თავიდანვე ტყუილად გაწირეს

A+ A-

31

15:21 09/11/2018

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მამისთვის გაუგებარია, რატომ იყო დაკავებული მერაბ მორჩაძე მისი შვილის მკვლელობის საქმეზე და ვარაუდობს, რომ მორჩაძის დაკავებით მისი ოჯახის მღელვარების ჩახშობა სურდათ.

სარალიძე მორჩაძის დაკავებას მირზა სუბელიანის გეგმებს უკავშირებს, რომელიც ასევე ხორავას ქუჩის საქმის გამოძიების ფარგლებშია დაკავებული.

ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ მისი შვილის მკვლელები კვლავ დაუსჯელები არიან.

"ეს იყო უბრალოდ, მოჩვენებით პასუხისგებაში მიცემული პირი, რომ ვითომ ჩაეხშოთ ეს მღელვარება. თავიდანვე ვთქვი, რომ ეს ადამიანი საერთოდ ტყუილად გაწირეს თავიდანვე. ეს იყო სუბელიანის ხრიკები, ვიღაც უნდა მიეცათ პასუხისგებაში და რომ გავჩერებულიყავი მე, მაგალითად და მე ვითხოვ ჩემი შვილის მკვლელების დასჯას და არა ვინ ვიღაცას ფული აჩუქა და ვინ ვიღაცას დაეხმარა. არ ვიცი, რას აკეთებენ მაგ მხრივ არ ვიცი, რატომ ცნეს დამნაშავედ ესეც არ ვიცი, რატომ აძლევენ პასუხისგებაში ესეც არ ვიცი, საერთოდ ეს ადამიანი ვინ არის, არ ვიცი,“ - განაცხადა სარალიძემ, რომლის კომენტარს "რუსთავი 2" ავრცელებს.

მერაბ მორჩაძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მას თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით მიესაჯა, თუმცა ის სასჯელს პირობით გამოსაცდელი ვადით მოიხდის.

მერაბ მორჩაძე მოწმეზე ზემოქმედების ბრალდებით 8 ივნისს დააკავეს. საუბარია საქმის ერთ-ერთ მთავარ მოწმე მიხეილ კალანდიაზე. ​