ბათუმში 55 წლის მამაკაცმა 12 წლის გოგონას სექსუალური შევიწროვება სცადა
ბათუმში 55 წლის მამაკაცმა 12 წლის გოგონას სექსუალური შევიწროვება სცადა

A+ A-

28

15:22 09/11/2018

ბათუმში, 12 წლის გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით,  55 წლის მამაკაცი დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, რამდენიმე დღის გოგონა მუნიციპალური ავტობუსით თანატოლებთან ერთად სკოლიდან სახლში ბრუნდებოდა, როდესაც 55 წლის მამაკაცმა მისი სექსუალური შევიწროება სცადა. მოზარდმა დახმარებისთვის ავტობუსში მყოფებს მიმართა, თუმცა 55 წლის მამაკაცმა ავტობუსიდან გაქცევა მოასწრო.

შსს-ში შეტყობინება მოქალაქეების მხრიდან 5 ნოემბერს შევიდა და ბრალდებული გამოკითხვაზე დაიბარეს.

მომხდარზე გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის" 141-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.