საქართველო-ყაზახეთის საფეხბურთო ნაკრებების მატჩზე ბილეთის ფასი 1 ლარი იქნება
საქართველო-ყაზახეთის საფეხბურთო ნაკრებების მატჩზე ბილეთის ფასი 1 ლარი იქნება

A+ A-

35

15:37 09/11/2018

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით,  19 ნოემბერს წლის ბოლო ოფიციალური მატჩის - საქართველოსა და ყაზახეთის შეხვედრის ყველა ბილეთი, სიმბოლურად, მხოლოდ 1 ლარი ეღირება.

როგორც ფედერაციაში განმარტავენ, აღნიშნული აქციის მიზანია, მადლობა გადავუხადოთ ფეხბურთის ყველა გულშემატკივარს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების გამორჩეული ქომაგობისთვის.

„აღნიშნული აქციის მიზანია, მადლობა გადავუხადოთ ფეხბურთის ყველა გულშემატკივარს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების გამორჩეული ქომაგობისთვის. ჩვენი ნაკრების წარმატება უპირველესად ეკუთვნით გულშემატკივრებს, რომლებმაც განსაკუთრებული როლი ითამაშეს ჩვენი გუნდისთვის და ქართული ფეხბურთისათვის ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე“, - ნათქვამია ფეხბურთის ფედერაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.