დაპირისპირება „ქართული ოცნების“ ოფისთან
დაპირისპირება „ქართული ოცნების“ ოფისთან

A+ A-

96

16:37 09/11/2018

"ქართული ოცნების“ ოფისთან თბილისის საკრებულოს ერთ-ერთ წევრსა და ბავშვთა სამყაროს ხანძრით დაზარალებულებს შორის დაპირისპირება მოხდა.

დაზარალებულების თქმით, "ბავშვთა სამყაროში" გაჩენილი ხანძარი „ქართული ოცნების“ ბიზნესინტერესებს უკავშირდებოდა, რაც დამწვარი ცენტრის დირექტორმა სასამართლოზეც აღიარა.

"ჩვენ რა საქონლები ვართ აქ? ჩვენ გვინდა შეხვედრა პირადად ივანიშვილთან, ბატონო ბიძინა, თქვენი და თქვენი გუნდის დაკვეთით და დავალებით, გაიძარცვა და გადაიწვა 11 ათასი კვ.მ-ის ფართობის „ბავშვთა სამყარო“. თქვენს ბიზნესინტერესებს შევეწირეთ, თქვენი ხუთეულის. ვინ შედის ამ ხუთეულში - ივანიშვილი, კვირიკაშვილი, კალაძე, ხაზარაძე, ფარხცალაძე. ამხელა ფართის გადაწვა და გაქურდვა ვის შეეძლო? ისევ კრიმინალურ ხროვას,“- განაცხადა დაზარალებულმა ჯული ელიავამ.

უკვე ორი  დღეა, დაზარალებულები მმართველი გუნდის ლიდერებთან შეხვედრას უშედეგოდ ითხოვენ, თუმცა მათ მმართველი გუნდის ლიდერები არ ხვდებიან.

"ქართული ოცნების“ ოფისთან გამართული აქციის მონაწილეების გაღიზიანება ბიძინა ივანიშვილის მიერ ნათქვამმა ფრაზამ გამოიწვია, თითქოს ის ხალხის პრობლემებს არ იცნობს.

ხანძრის შედეგად დაზარალებულები ხელისუფლებას საქმის გამოუძიებლობაში ადანაშაულებენ და თუ ივანიშვილი მათ არ შეხვდება, თავის დაწვით იმუქრებიან.