"მეორე მხარე ყველაფერს იმის საწინააღმდეგოდ აკეთებს, რასაც დედაჩემი მასწავლიდა, რომ ქართული ტრადიცია ზრდილობა და კეთილშობილებაა"
"მეორე მხარე ყველაფერს იმის საწინააღმდეგოდ აკეთებს, რასაც დედაჩემი მასწავლიდა, რომ ქართული ტრადიცია ზრდილობა და კეთილშობილებაა"

A+ A-

92

17:11 09/11/2018

სალომე ზურაბიშვილის ვაჟი თეიმურაზ გორჯესტანი სოფელ ატოცში მომხდარ ამბავს სოციელურ ქსელში ეხმაურება.

"ჩვენ დღეს კიდევ ერთხელ დავინახეთ მკვეთრი კონტრასტი - სალომე ზურაბიშვილი იქცეოდა ისე, როგორც შეიძლება მოიქცეს ღირსეული პრეზიდენტი: პატივისცემით, პრინციპებით და ლიდერობით. მეორე მხარეს კი ვნახეთ ამის სრული საწინააღმდეგო: შეურაცხყოფა, შეურაცხყოფა და კიდევ მეტი შეურაცხყოფა. ეს ყველაფერი იმის საწინააღმდეგოა, რასაც დედაჩემი მასწავლიდა, რომ ქართული ტრადიცია ზრდილობა და კეთილშობილებაა," - წერს გორჯესტანი.

შეგახსენებთ, სოფელ ატოცში გუშინ ჩასულ პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს  „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა აქტივისტმა, ლანა ღვინჯილიამ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.