გია ხუხაშვილი მესამე პოლიტიკური ცენტრის ფორმირებას გეგმავს
გია ხუხაშვილი მესამე პოლიტიკური ცენტრის ფორმირებას გეგმავს

A+ A-

48

18:21 09/11/2018

ექსპერტი გია ხუხაშვილი „2020NEWS“-თან საუბარში არ ადასტურებს დღეს გავრცელებულ ინფორმაციას პოლიტიკაში წასვლასთან დაკავშირებით და აზუსტებს, რომ მხოლოდ მესამე პოლიტიკური ძალის შექმაში მონაწილეობას გეგმავს.

"სუბიექტური აუცილებლობაა, რომ ქვეყანაში დასრულდეს ორპოლუსიანი შულერული თამაში. ორივე პოლიტიკური ძალა საშუალო სტატისტიკური ქართველი ამომრჩევლის თვალში, გაკოტრებულია. ხალხი ეძებს მესამე არჩევანს. სამწუხაროდ, ასეთი შეთავაზება ჯერჯერობით ვერ მოხდა პოლიტიკური პარტიებიდან. პოლიტიკური ელიტა ღრმა კრიზისშია. აქედან გამომდინარე მე ვფიქრობ, რომ ალტერნატიური პოლიტიკური ცენტრების ფორმირება არის აუცილებელი და მე ჩემი მხრიდან ყველაფერს გავაკეთებ, რომ ასეთი ცენტრები გაჩნდეს. ამაში გარკვეულწილად მონაწილეობას მივიღებ, რა ფორმით, როგორ და როდის, ეს მომავლის სათქმელია“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

გია ხუხაშვილის განმარტებით, ამ დროისთვის ქართულ პოლიტიკურ სივრცეში არსებულ არც ერთ პარტიას არ უერთდება.
 
„არც ერთ გუნდს არ ვუერთდები. არსებული პოლიტიკური ელიტა, რბილად რომ ვთქვათ, თანამედროვე და  სამომავლო სტანდარტებს არ აკმაყოფილებს. აქედან გამომდინარე, სრულიად ახალი არამაკომპრიმიტირებელი, არადისკრედიტირებული სუფთა ფურცლიდან პოლიტიკაა ქვეყანაში დასაწყები. ეს არის სახელმწიფოებრივი ამოცანა. ამ ამოცანის შესრულებაში  მე მონაწილეობას მივიღებ. რა ფორმით, როდის და როგორ, ეს უკვე მომავლის საქმეა, მე მხოლოდ ამას ვამბობ და არც ერთი სიტყვით მეტს. მესმის, რომ გინდათ, უფრო კონკრეტული გადაწყვეტილებები მიმაღებინოთ, მაგრამ ამისთვის ჯერ მზად არ ვარ“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.