მინდორზე რომ გავალთ და ბრძოლა დაიწყება, მაშინ ვიქნებით ყველაზე ბედნიერები - მილტონ ჰეიგი იტალიასთან მატჩის წინ (ვიდეო)
მინდორზე რომ გავალთ და ბრძოლა დაიწყება, მაშინ ვიქნებით ყველაზე ბედნიერები - მილტონ ჰეიგი იტალიასთან მატჩის წინ (ვიდეო)

A+ A-

77

19:30 09/11/2018

საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები ხვალ ფლორენციაში თბილისის დროით 18:00 საათზე, იტალიის ეროვნულ ნაკრებს შეხვდება.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა მილტონ ჰეიგიმ ამ ისტორიული თამაშისთვის 28 მორაგბე შეარჩია.
ეროვნულ ნაკრებში ტრამვის შემდგომ ბრუნდება ნაკრების კაპიტანი მერაბ შარიქაძე.

ქართველ ,,ბოჯღალოსნების“ რიგს 3 დებიუტანტი ეყოლება: ბურჯები გურამ გოგიჩაშვილი და ბექა გიგაშვილი, ასევე მგეზავი თედო აბჟანდაძე. ნაკრებს ვერ დაეხმარება: ვიტო კოლელიშვილი, მერაბ კვირიკაშვილი, დავით  კაჭარავა და სხვა მრავალი.

იტალიასთან თამაშის წინ, საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა მილტონ ჰეიგიმ შთამბეჭდავი ვიდეო-მიმართვა გაავრცელა.