ლევან ხაბეიშვილი - საბავშვო ბაღების დირექტორების მოხსნა დაიწყეს
ლევან ხაბეიშვილი  - საბავშვო ბაღების დირექტორების მოხსნა დაიწყეს

A+ A-

47

19:37 09/11/2018

"ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ლევან ხაბეიშვილის ინფორმაციით, ბაღების მართვის სააგენტომ საბავშვო ბაღების დირექტორების მოხსნა დაიწყო.
 
“ჩემი ინფორმაციით, კალაძემ და გვანცელაძემ გლდანში, 50-ე ბაღის დირექტორი მოხსნეს, ხოლო დღეს 169-ე ბაღის დირექტორი, რომელიც ერთხელ უკვე გაათავისუფლა „ქართულმა ოცნებამ“ და ამ ქალბატონმა სასამართლო მოიგო და აღიდგინა თავი. ახლა, რამდენიმე თვის შემდეგ, ისევ იგივენაირად მოიქცნენ მხოლოდ იმიტომ, რომ არ თვლიან თავისი პოლიტიკური გუნდის შტაბის წევრად და ეს ქალბატონი არ ღებულობს მათ დავალებებს სხვა დირექტორებისგან განსხვავებით „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ და პირადობებს არ სთხოვს თანამშრომლებს. ბაღების მართვის სააგენტოების თანამშრომლები არ მალავენ იმას, რომ პოლიტიკური დავალებები აქვთ იმ ბაღებზე, რომლებსაც თავად ვერ აკონტროლებენ და ფიქრობენ, რომ არ არიან „ქრთული ოცნების“ აქტივისტები. შესაბამისად, ის, რომ თბილისში არჩევნების წაგება დააბრალო ბაღის დირექტორების არ მუშაობას,  მინიმუმ სასაცილოა და მაქსიმუმ უკვე ფსიქიურ პრობლემებთან აქვთ კალაძეს და გვანცელაძეს საქმე. ბაღების დირექტორების მოხსნას კი არა საქმეს მიხედონ და უკეთესი შედეგიც ექნებათ“,- განაცხადა ხაბეიშვილმა "2020NEWS"-თან საუბარში.