ევროპის საბჭოს ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის ექსპერტთა ჯგუფის (GRETA) წევრად საქართველოს წარმომადგენელი აირჩიეს
ევროპის საბჭოს ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის ექსპერტთა ჯგუფის (GRETA) წევრად საქართველოს წარმომადგენელი აირჩიეს

A+ A-

20

22:16 09/11/2018

9 ნოემბერს, ქ. სტრასბურგში ევროპის საბჭოს ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის ექსპერტთა ჯგუფის (GRETA) 7 ვაკანტური წევრის არჩევნები გაიმართა. არჩევნებზე ექსპერტთა ჯგუფის წევრად საქართველოს კანდიდატი - ია დადუნაშვილი აირჩიეს.

ექსპერტთა ჯგუფში არსებულ 7 ვაკანტურ ადგილზე 16 ქვეყნის კანდიდატი იყო წარდგენილი. გამართული კენჭისყრის შედეგად, არჩეულ იქნა კანდიდატები 7 ქვეყნიდან - იტალია, საფრანგეთი, ავსტრია, ბულგარეთი, საქართველო, მოლდოვა და ირლანდია. აღსანიშნავია, რომ ეს არის GRETA-ში საქართველოს კანდიდატის არჩევის პირველი შემთხვევა.

ევროპის საბჭოს ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის ექსპერტთა ჯგუფი (GRETA) მონიტორინგს უწევს მხარე სახელმწიფოთა მიერ „ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ კონვენციის“ მოთხოვნათა შესრულებას და რეგულარულად აქვეყნებს შეფასების ანგარიშებს.