"ვგმობთ იმ ღობეებს, რომელთა განლაგებაც გრძელდება და მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია"
"ვგმობთ იმ ღობეებს, რომელთა განლაგებაც გრძელდება და მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია"

A+ A-

28

22:33 09/11/2018

ჩვენ ვგმობთ იმ ღობეებს, რომელთა განლაგებაც გრძელდება და დაჟინებით მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში აშშ-ის მოვალეობის შემსრულებელმა როს უილსონმა განუცხადა.

როგორც ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა აღნიშნა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სოფელ ატოცში უკანონო ბორდერიზაციის საკითხს უკვე გამოეხმაურა.

"ამ გამოხმაურების შინაარსი კი იმაში მდგომარეობს, რომ ბარიერები ჰყოფს ადამიანებს, ზღუდავს მათ გადაადგილებას და დაბრკოლებას უქმნის მათ ცხოვრებას. ჩვენ ვგმობთ ბორდერიზაციას და იმ ღობეებს, რომელთა განლაგებაც გრძელდება. დაჟინებით მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია“, – განაცხადა როს უილსონმა.