თემირლანის საქმის დეტალებმა რომ საზოგადოებაში გაჟონოს, ეს ხელისუფლება გაქცევითაც ვეღარ უშველის თავს - მაჩალიკაშვილი
თემირლანის საქმის დეტალებმა რომ საზოგადოებაში გაჟონოს, ეს ხელისუფლება გაქცევითაც ვეღარ უშველის თავს - მაჩალიკაშვილი

A+ A-

12:36 11/11/2018

პანკისის ხეობაში მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, მისი მოკლული შვილის საქმის დეტალების 50%-მა მაინც რომ გაჟონოს საზოგადოებაში, ხელისუფლებას საქმე გასაქცევად გაუხდება.

„ერთი წელი გავიდა, კანონის ფარგლებში მოვითხოვთ სიმართლეს, აღიაროს სახელმწიფომ თავისი შეცდომა. აქედან გამომდინარე, ესენი საერთოდ ყურადღებას არ გვაქცევენ. თემირლანის საქმემ მთლიანად კი არა, ნახევარი, 50%-ით რომ გაჟონოს, რომ გასკდეს ეს საქმე, ხელისუფლებას საქმე გასაქცევად გაუხდება. იმდენად საზარელი დანაშაული აქვს ჩადენილი სახელმწიფოს, გაქცევითაც ვერ უშველიან თავს,“- განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

შეგახსენებთ, ერთი წლის წინ, სპეცოპერაციის დროს, საკუთარ სახლში 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი მოკლეს. საქმე ამ დრომდე გამოძიებული არ არის.