ზამთრის კურორტები რვა დეკემბრიდან გაიხსნება
ზამთრის კურორტები რვა დეკემბრიდან გაიხსნება

A+ A-

14:27 13/11/2018

ზამთრის კურორტები გახსნა რვა დეკემბრიდან დაიწყება. ინფორმაციას მთის კურორტების ადმინისტრაცია ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, ზამთრის კურორტები სრულად არის გამართული, ასევე ყველა საბაგირომ გაიარა სარემონტო სამუშაოები და ტექნიკური დათვალიერება.

გუდაური 15 დეკემბერს გაიხსნება, გოდერძი- 8 დეკემბერს, თეთნულდი-ჰაწვალი -22 დეკემბერს, დიდველი -8 დეკემბერს, ხოლო კოხტა-მიტარბი 22 დეკემბერს.