თაკო ჩარკვიანმა პარტია "კანონი და სამართალი" შექმნა
თაკო ჩარკვიანმა პარტია "კანონი და სამართალი" შექმნა

A+ A-

1301

15:12 14/11/2018

ინტერვიუ პუბლიცისტ თაკო ჩარკვიანთან

- ქალბატონო თაკო, ცნობილი გახდა, რომ თქვენ შექმენით პარტია „კანონი და სამართალი“, რამდენად შეესაბამება ეს ამბავი სიმართლეს ?

- დიდი ხანია უკვე, რაც შევქმენი პარტია და ეს გაჟღერდება არჩევნების შემდეგ, რადგან ბატონი გრიგოლ ვაშაძისთვის ხელი არ შეგვეშალა არჩევნებამდე. ეს პარტია ემხრობა იმას, რომ სათავეში მოვიდეს პრეზიდენტად გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე და ჩვენ - თანამოაზრეები ვინც ვართ, ამ საზოგადოებაში ყველა უკლებლივ, ხმას ვაძლევთ მას. პარტიის შესახებ კონკრეტულ დეტალებზე ვისაუბრებთ პრესკონფერენციაზე 28 ნოემბრის შემდეგ.

- გავრცელებული ინფორმაციით პარტიის წევრები იქნებიან გიორგი უშიკიშვილი და დავით იმედაშვილი...

- ეს ინფორმაცია არ არის მართალი. მათთან ამ თემაზე არ მქონია საუბარი, თუმცა დიდი სიამოვნებით, ძალიან გამიხარდება. ჩვენი პარტიის კარი ღიაა და ეს იმ ტიპის საზოგადოებაა, სადაც მხოლოდ განათლებული და გონიერი ადამიანები მოდიან.

-ქალბატონო თაკო, რამ გადაგაწყვეტინათ ახალი პარტიის შექმნა?

მე არ მეუხერხულება იმის თქმა, რომ ჩვენ არ ვემხრობოდით „ნაციონალურ მოძრაობას“. ჩემს სიცოცხლეში არც ერთი პარტიის წევრი არ ვყოფილვარ. ამას მათ გასაგონად ვამბობ, ვინც რაღაც სისულეეებს წერს ხოლმე. ჩვენ ვინც არასდროს არ ვყოფილვართ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები გადავდეთ ყველაფერი ახლა და ყველა ხმას ვაძლევთ გრიგოლ ვაშაძეს.

- რამ განაპირობა თქვენი აზრის შეცვლა?

- როდესაც მე ვსაუბრობ სალომე ზურაბიშვილზე, მე მხოლოდ მის წიგნს ვიშველიებ, სადაც წერია, რომ საქართველომ საკუთარი მოსახლეობა დაბომბა. სააკაშვილი ვიღაცეებს მოსწონს თუ არ მოსწონს, სამართლებრივად  საქართველოს ვერავინ გაასამართლებს. ჩვენს ქვეყანაში შემოიჭრა უცხო ქვეყანა და შენ რა უპასუხე, ეს არის სრულიად სხვა თემა, რის გამოც ქვეყნები არ სამართლდებიან და სამართლებრივად პასუხს ვერც საქართველოს და ვერც სააკაშვილს ვერავინ მოსთხოვს იმიტომ, რომ გვირაბი და სოფლები გამოიარა უცხო ქვეყნის ჯარმა. სწორედ ამან განაპირობა ის, რომ ვინც არ ვემხრობოდით „ნაციონალურ მოძრაობას“ გადავდეთ ყველაფერი და სპეციალურად გავაკეთეთ ეს გაერთიანება.

ახლა არჩევნები პარტიული არ რის, ახლა არის ერთი ადამიანის არჩევა პრეზიდენტად. მე გაოცებული ვარ, ნუთუ თაობები არ ეცოდებათ, მხოლოდ ერთი კორუფციული ჯგუფის წევრებმა უნდა ისწავლონ სადღაც დაფინანსებით? სხვა ბავშვებმა რა დააშავეს?! და ამ დროს ჩვენ ამათი სასახლეების შენებას უნდა ვუყუროთ?! დაგვიანონსეს ნარკოტრაფიკი, ეხლა შეაჩერეს, მაგრამ როგორ მოუვიდათ თავში, რომ ქვეყანას ნარკომწარმოებლის სახელი აკიდონ. ანუ რა უნდათ ამათ, რომ ავღანეთის მდგომარეობაში მოიყვანონ ქვეყანა?! - ომი მერე ნახეთ თქვენ. ყველა საომარი მოქმედება ამ ტიპის ქვეყნებში იწყება ზუსტად ნარკოტრაფიკის გამო.

გრიგოლ ვაშაძეს ყველანაირი პირობა აქვს იმისი, რომ ძალიან დიდ პატივს სცემენ, როგორც დიპლომატს. ეს კაცი უკვე გამოცდილი გვყავს იმაში, რომ ამერიკული კატარღის შემოსვლის დროს, ბატონ გრიგოლს ლომის წილი იდო. თავისი განათლება გამოიყენა იმაში, რომ სამჯერ ჰქონდა შეხება და სამივეჯერ რუსეთს ჩაუშალა გეგმა საქართველოში შემოსვლის. მე არ ვარ არცერთი პარტიის წევრი, მე უბრალოდ მინდა, რომ ეს ქვეყანა ეღირსოს იმას, რომ სრულფასოვანი ევროპის წევრები ვიყოთ.

- რა კრიტერიუმით შეარჩიეთ პარტიის სახელწოდება?

- სახელწოდება არის „კანონი და სამართალი“ და შემთხვევით არ არის ამ გაერთიანების სახელი ასეთი. რისი შიშებიც იყო, რომ ყოფილი და ახლანდელი ხელისუფლების დროს დანაშაულებები ხდებოდა, ეს შიში უნდა გავაქროთ კანონიერად და სამართლებრივად. ბატონმა გრიგოლ ვაშაძემ დააანონსა კოალიციური მთავრობა, რაც გამორიცხავს დანაშაულებრივი ქმედებების განახლებას.

- როგორ ფიქრობთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს საზოგადოება არჩევნების მეორე ტურში?

- ახლა უკვე ძალიან მაგარი რაღაც მოხდა. ოპოზიცია იყო ძალიან ცუდ დღეში თითქმის აღარ არსებობდა. ახლა მივიღეთ ძლიერი ოპოზიცია, შეშინებული ხელისუფლება, რაც უდრის იმას, რომ  ხალხი მოგებულია. პირადად მე, 2012 წელს ვფიქრობდი, რომ ეს კაცი, რომელსაც ამხელა თანხა აქვს, თავის პატარა  სამშობლოს ფეხზე დააყენებდა, საწარმოებს გახსნიდა, როგორც გვპირდებოდა, მაგრამ არაფერი არ გააკეთა, არც ერთი საწარმო არ გახსნა. არჩევნებამდე უკვე ყველაფრისთვის მზად არიან, მაღაროში ჩავლენ და ცხვირით იშრომებენ,  ეგება რამე შეცვალონ, მაგრამ ამაზე მანამდე ეფიქრათ. არავის არ დავუთმობთ ქვეყანას, იმის გამო, რომ ვიღაცეებმა სასახლეები ააშენონ. ვერც რუსეთი შემოვა ქვეყანაში, ვაშაძესაც მივიღებთ, იმიტომ, რომ არ შეიძლება ასეთი პროფესიონალის დაკარგვა საერთაშორისო არენაზე. "დურაკი" უნდა იყო ამხელა პროფესიონალი კაცი რომ დაკარგო. "დურაკები" ვართ ჩვენ ამხელა კულტურის მქონე ხალხი? - ასეთი განათლების მქონე ხალხი შტერები ვართ, რომ ვიღაც 20 ლაგამამოდებულს შევწიროთ ქვეყანა იმიტომ, რომ მათ მამა-მარჩენალს არ ეწყინოს?

დამნაშავე თუ ვინმე იყო თვითონ გადაიპორტირა „ქართულმა ოცნებამ“ პირდაპირ პარტიაში, ადეიშვილი ზურას მოადგილე ზარდიაშვილი პარტიაში უზით, უმრავლესობაში და ვისზე ლაპარაკობენ, გრიგოლ ვაშაძეს არანაირი შემხებლობა არ ჰქონდა რაიმე დანაშაულთან. 2007 წელს ხომ საერთოდ არ ყოფილა ვაშაძე, თავები რო დაგვიხეთქეს რუსთაველზე. იმ ინციდენტის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გახლდა კახა კალაძე. მან წარადგინა მეორედ პრეზიდენტობაზე მიხეილ სააკაშვილი და საოცარია - კალაძეს არ აპროტესტებენ და ვაშაძეს აპროტესტებენ, რომელსაც საერთოდ შეხება არ ჰქონია მათთან.

პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა დადგეს იური მეჩითოვის, თუ ჩვენ გვინდა, რომ სახელმწიფოდ ვიქცეთ. „ქართულმა ოცნებამ“ იური მეჩითოვი ქართული კულტურის სახედ დანიშნა, როგორც კი მოვიდა და ეს შემთხვევითი არ გეგონოთ. წარმოუდგენელია კულტურის მინისტრის მოადგილედ იყოს დანიშნული კაცი, რომელიც ამბობს, რომ 9 აპრილს არაფერი არ მომხდარა. ეს მარტო ახლანდელი განცხადება არ არის. ამის შესახებ გაზეთშიც ეწერა წლების წინ, ვანო პავლიაშვილის სტატიაში, სადაც ტრუსებით და მაიკით გამოვიდა და თქვა, რომ საქართველოში დღეში ხუთჯერ უნდა სვამდნენ რუსეთის სადღეგრძელოსო. ამის შესახებ ხელისუფლებამ უკვე იცოდა, როცა ნიშნავდნენ კულტურის მინისტრად. ამას  იმიტომ ვამბობ, რომ გადაბარება მიდის ქვეყნის ძალაინ ტექნიკურად, მაგრამ ხალხმა გამოიცნო ამის შესახებ და გააწნა სილა ხელისუფლებას. სწორედ ამიტომ მიიღეს მეორე ტური და ახლა მიიღებენ მეტს, როდესაც გრიგოლ ვაშაძე პრეზიდენტი გახდება და ეს ასე იქნება!