აფხაზური და მეგრული აჯიკის დამზადების ტექნოლოგიას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
აფხაზური და მეგრული აჯიკის დამზადების ტექნოლოგიას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

A+ A-

101

19:49 21/11/2018

აფხაზური და მეგრული აჯიკის დამზადების ტექნოლოგიას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ამ ელემენტის მთავარი იდეაა, ხაზი გაესვას აფხაზეთის, როგორც ერთიანი ქართული ეთნოკულტურული სივრცის ნაწილს. მათივე ინფორმაციით, ეს აერთიანებს როგორც მატერიალურ, ასევე არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობას.

სააგენტოს ცნობით, ამის ნათელი მაგალითია დღეს უკვე სტატუსის მქონე აფხაზური მარილის „აპირპილ-აჯიკასა“ და მეგრული აჯიკის ერთიანი ფენომენი.

„კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო იწყებს როგორც აფხაზეთის, ისე ოსეთის რეგიონების მატერიალურ და არამატერიალურ კულტურული მემკვიდრეობაზე ირიბად ზრუნვას, გამომდინარე იქიდან, რომ კონტროლი აღნიშნულ ტერიტორიებზე ვერ ვრცელდება“, – აცხადებენ სააგენტოში.