ნიკა სიმონიშვილი - რა მხუთავი აირი? ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში ვართ?
ნიკა სიმონიშვილი - რა მხუთავი აირი? ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში ვართ?

A+ A-

16:34 06/10/2021

"რა მხუთავი აირი? ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში ვართ?", - ასე ეხმიანება ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის წერილს, რომელშიც  ის სააკაშვილის რუსთაველზე გამოჩენის შემთხვევვაში აქციის დაშლის მეთოდებზე მიუთითებს.

"ღარიბაშვილი რომ დანიშნა ოცნებამ პრემიერად, მაშინვე ცხადი იყო, რომ ხელისუფლება რადიკალიზაციის გზას დაადგა, 5 ივლისის შემდეგ რომ ძალიან საშიში გახდა, ესეც ვნახეთ ყველამ და ეს რა უბედურებაა?

პს. ახლა არ დამიწყოთ, ცრემლსადენი გაზი უნდა დაეწერაო. იურისტობა არ სჭირდება ცრემლსადენი გაზის და მხუთავი აირის გარჩევას", - წერს სიმონიშვილი სოციალურ ქსელში.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი  მიხეილ სააკაშვილის შესახებ ვრცელ წერილს აქვეყნებს, რომელშიც მისი საქართველოში დაბრუნების ვერსიებს განიხილავს. პრემიერის თქმით, სააკაშვილი, მისივე გეგმის მიხედვით 3 ოქტომბერს მოულოდნელადაც რომ გამოჩენილიყო რუსთაველზე, პოლიცია წყლის ჭავლის ან მაქსიმუმ, მხუთავი აირის გამოყენებით დაშლიდა მათ მაქსიმუმ 5000-კაციან შეკრებას და სააკაშვილს უმარტივესად დააკავებდა.