უკრაინის უმაღლეს რადას ახალი თავმჯდომარე ჰყავს
უკრაინის უმაღლეს რადას ახალი თავმჯდომარე ჰყავს

A+ A-

16:48 08/10/2021

უკრაინის უმაღლესი რადას წევრებმა სპიკერის თანამდებობაზე რუსლან სტეფანჩუკის კანდიდატურას მხარი დაუჭირეს.

სტეფანჩუკი უკრაინის პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი იყო. მის სპიკერად არჩევას 261-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

რუსლან სტეფანჩუკი პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე მმართველმა პარტიამ „ხალხის მსახურმა“ წარადგინა.

სტეფანჩუკი აღნიშნულ თანამდებობაზე დმიტრო რაზუმკოვს ჩაანაცვლებს.