სერბეთის სახელით მოასპარეზე ზურაბ დათუნაშვილი მსოფლიო ჩემპიონია
სერბეთის სახელით მოასპარეზე ზურაბ დათუნაშვილი მსოფლიო ჩემპიონია

A+ A-

22:38 10/10/2021

ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე, სერბეთის სახელით მოასპარეზე ქართველი ზურაბ დათუნაშვილი (87კგ) ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

დათუნაშვილმა ფინალში ბელარუს მასკევიჩს დიდი უპირატესობით ანგარიშით 9:1 სძლია.

ზურაბმა დათუნაშვილმა მეოთხედფინალში ქართველი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი (82კგ-ში) ლაშა გობაძე დაამარცხა.

სერბეთის სახელით მოასპარეზე ზურაბ დათუნაშვილი მსოფლიოსა  და ევროპის სამგზის ჩემპიონი, ასევე ტოკიო 2020 ოლიმპიადის ბრინჯაოსმედალოსანია.

ზურა დათუნაშვილმა საქართველოს ეროვნული ნაკრების და საქართველოს დატოვება 2019 წელს  საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტ გეგა გეგეშიძესთან მომხდარი ინციდენტის შემდეგ გადაწყვიტა.

საქართველოს ჩემპიონატის მიმდინარეობისას დათუნაშვილს გეგეშიძე თავს ფიზიკურად დაესხა. კონფლიქტის მიზეზი დათუნაშვილის მხრიდან ფედერაციაში არსებული კორუფციული გარიგებების მხილება იყო.