ვაზიანის სასროლეთზე ნატოს შეფასების მე-2 დონის მოსამზადებელი წვრთნები გაიმართა
ვაზიანის სასროლეთზე ნატოს შეფასების მე-2 დონის მოსამზადებელი წვრთნები გაიმართა

A+ A-

14:14 13/10/2021

"ნატოს ოპერატიული შესაძლებლობების კონცეფციის შეფასებისა და უკუკავშირის პროგრამის” (OCC E&FP) ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის ძალების პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის მე-3 ასეულმა ნატოს შეფასების მე-2 დონის (NEL-2) მოსამზადებელი საველე სწავლება ჩაატარა.

სამხედრო წვრთნები ვაზიანის სასროლეთზე მიმდინარეობდა. მე-12 ბატალიონის მე-3 მსუბუქი ქვეითი ასეულის სამხედროებმა ბრძანების გაცემის, მოტორიზებული პატრულის, ჩასაფრებაზე რეაგირების, სამედიცინო ევაკუაციისა და უკან გამოსვლის სავარჯიშოები განახორციელეს. 3-კვირიანი მოსამზადებელი წვრთნების შემდეგ, ქვედანაყოფი ნატოს შეფასების (NEL-2) მე-2 დონეს გაივლის.

აღნიშნულ პროგრამას საქართველოს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის J-7 სამხედრო განათლებისა და საბრძოლო მომზადების დეპარტამენტის საბრძოლო მომზადების სამმართველო ხელმძღვანელობს.